ბათუმში, 25 ოქტომბერს, სამშაბათს, 4 საათზე და ქუთაისში, 26 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 2 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: სიღარიბის დაძლევის გზები და დასაქმების პოლიტიკა. ლექციას ჩაატარებენ საქართველოს პროგრესული ფორუმის ტრენერები ლევან აბაშიძე და ოთარ გრიგოლია. ლექციები ჩატარდება ადგილობრივ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.

შეხვედრის თემატიკა: 
მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბე 4 წლის მანძილზე ზედიზედ მცირდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის 32.3 %(1.4 მილიონი ადამიანი) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის რომ მოსახლეობა ყველა გამოკითვაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სიღარიბეს ასახელებს. 

გასული წლების განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ქვეყნის წინაშე მდგარი კიდევ ერთი მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უმუშევრობის შემცირების დინამიკა შეიმჩნევა, უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში კვლავინდებურად მწვავეა. უმუშევრობა არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური პრობლემაცაა, შესაბამისად სახელმწიფოები მას ებრძვიან, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური პოლიტიკებით. 

განსახილველი საკითხები:
• რა სტრუქტურული და ეკონომიკური მიზეზებით არის განპირობებული საქართველოში სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი? 
• რა ტენდენციები და სტატისტიკური მაჩვენებლებია ამ თვალსაზრისით რეგიონში და ევროკავშირის ქვეყნებში? 
• როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით? 
• ამ დრომდე რა ეკონომიკურმა ნაბიჯებმა იმოქმედა პოზიტიურად და რა მიმართულებებითაა გააქტიურება საჭირო სიღარიბის წინაღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისთვის? 
• რაში მდგომარეობს დასაქმების აქტიური და პასიურ პოლიტიკები?
• როგორი ტიპის დასაქმების პოლიტიკები გხვდება ევროკავშირში? რა არის მათი პლუსები და მინურსები? 
• როგორ ვითარდება შრომის ბაზარი და რა როლი აქვს ამ პროცესებში სახელმწიფოს?
• როგორია აზრიური ვეფხვების (სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, ჰონკონგი) გამოცდილება და როგორ შეძლეს მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აგრალურმა ქვეყნებმა, მოწინავე ინდუსტრიულ და ფინასურ ცენტრებად გადაქცევა?  

**დასწრება თავისუფალია