პროგრესული იდეების სკოლა 2017

პროგრესული იდეების სკოლა 2017 წარმოაგენს საგანმანათლებლო პროექტს სოციალ-დემოკრატიის თემატიკაზე.  

პროექტის სამინარზე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს 18-30 წლამდე ახალგზარდები, სტუდენტები, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები, ისინი ვისაც სურთ მიიღონ ინფორმაცია ან/და გაიღრმაონ ცოდნა პოლიტიკური იდეოლოგიების, კონკრეტულად სოციალ-დემოკრატიის შესახებ.

სკოლა 2017-ის  ფარგლებში შემუშავებულია შემდეგი სასემინარო მოდული: სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური პოლიტიკა.

სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური პოლიტიკა არის სკოლა 2017-ის მთავარი სასემინარო მოდული, რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში, საქართველოს წინასწარ განსაზღვრულ ქალაქში  - საირმეში, ჩატარდება  ექვსი საგანმანათლებლო სემინარი. სემინარები ჩატარდება ორი ნაკადად, მაისა და  ოქტომბერში. თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს 60 ახალგაზრდა, რომლებიც გადანაწილდებიან სამ სამუშაო ჯგუფში და მათ პარალელურ რეჟიმში ჩაუტადებათ სემინარები.   

სოციალ-დემოკრატიის საფუძვლებისა და ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი და მეხუთე არჩევითი თემისგან. ესენია: 

  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია (მსოფლიო და საქართველო);
  • სოციალ-დემოკრატიის ძირითადი ღირებულებები;
  • სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიების შედარება;
  • სოციალ-დემოკრატიის ეკონომიკური პოლიტიკა;
  • არჩევითი თემებია: შრომითი ურთიერთობები / ფემინიზმის ისტორია და გამოწვევები / საქართველოს მემარცხენე მოძრაობები და მათი პერსპექტივები.

მოდულის ფარგლებში ჩატარებული სემინარების ხანგრძლივობა იქნება ორი დღე (შაბათ-კვირა). სემინარს გაუძღვებიან პროგრესული იდეების სკოლის ტრენერები.

სემინარის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა სემინარში მონაწილეობის მიღების მიზნით უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა. სკოლის ადმინისტრაცია განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს და შეარჩევს მონაწილეებს. შერჩეულმა კანდიდატებმა, მას შემდეგ რაც მათ სკოლის ადმინისტრაციისგან მიუვათ ინფორმაცია, რომ შერჩეულები არიან სემინარის მონაწილეებად უნდა გადაიხადონ პროექტში მონაწილეობის საფასური.

*პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს, რომელშიც შედის ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები.