პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლობის საფუძველზე. 

პროექტის მიზანა საზოგადოებაში, კერძოდ  ახალგაზრდებში სოციალ–დემოკრატიული იდეოლოგიისა და იდეების პოპულარიზაცია და ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

სკოლის ფარგლებში საქართველოს 18-30 წლამდე ახალგაზრდებისათვის ტარდება სემინარები სოციალ-დემოკრატიის თემატიკაზე, კერძოდ ისეთი თემების შესახებ, როგორიცა არის სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ისტორია, სოციალ-დემოკრატიული ეკონომიკა და კეთილდღეობის სახელმწიფო, სოციალ-დემოკრატია და საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ

პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წელს და დღემდე სკოლამ განიცადა რამდენიმე მნიშვნელოვანი  შინაარსობრივი ცვლილება, რათა პროექტი გაუმჯობესებულიყო და უფრო მეტად გამხდარიყო მონაწილეების ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული.

სკოლის სემინარები  გავლილი აქვს რამდენიმე  ასეულ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.