მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ საქართველოს პროგრესულ ფორუმს ჰყავს ახალი გამგეობა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას უხელმძღვანელებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. გამგეობის წევრები არიან:

დიმიტრი ცქიტიშვილი

 

სალომე შარაშენიძე

 

ირაკლი ირემაძე

 

ელგუჯა კაკაბაძე

 

სალომე ქაჯაია 

 

ანა დიაკონიძე

 

ვახტანგ სიფრაშვილი

 

ვახტანგ ნაცვლიშვილი

 

გამგეობა დაკომპლექტებულია ცხრა წევრისგან.  თითოეულს  მათგანს აქვს განსხვავებული გამოცდილება და გააჩნია ორგანიზაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენცია.

გამგეობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფორუმის გუნდს.

 

ახალ გუნდთან ერთად, ორგანიზაცია წელს იწყებს ახალი პროექტებით. ამჟამად ფორუმი მუშაობს ორ პროექტზე: დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლება შრომის კოდექსის, ახალი შრომითი რეგულაციებისა და ნორმების შესახებ და კვლევითი პროექტი - ღირსეული შრომის დღის წესრიგი.

პროექტი დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლება შრომის კოდექსის, ახალი შრომითი რეგულაციებისა და ნორმების შესახებ მიზნად ისახავს საქართველოში დასაქმებულების შრომითი პირობების გაუმჯობესებას, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის შრომითი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ამ უფლებების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და ამოქმედდება კამპანიის მხარდამჭერი ოფისი, რომლის წარმომადგენლებიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო  საკითხებზე.

კვლევითი პროექტი - ღირსეული შრომის დღის წესრიგი მიზნად ისახავს ქვეყანაში შრომითი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მაღალი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა შრომითი ურთიერთობებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სფეროში არსებული რეგულაციების პრაქტიკაში მოქმედების ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირების მიზნით. კვლევის საფუძვეზე შემუშავდება რეკომენდაციები და მოხდება კვლევის შედეგების ფართო მასებისთვის გაცნობა.

პროექტები ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.