თუ თვლი, რომ სამუშაო გარემოში შენთვის არათანაბარ, დისკრიმინაციულ და არახელსაყრელ პირობებში გიწევს ყოფნა გახსოვდეს, რომ #კანონიგიცავს

განახლებული შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულების სხვადასხვა ნიშნით ერთმანეთისგან გამორჩევა, ან განსხვავება, უპირატესობის მინიჭება, ან გამორიცხვა კანონითაა აკრძალული.

გაითვალისწინე, თუ დისკრიმინაციულ და არათანაბარ პირობებში მუშაობისგან თავის დასაცავად განცხადებით, ან საჩივრით მიმართავ შრომის ინსპექციას, დამსაქმებელს უარყოფითი ან იძულებითი ზემოქმედების უფლება არ აქვს.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: შრომის ლექსიკონი • Labour Dictionary

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაუკავშირდით შრომის ინსპექციას:

ელ. ფოსტა: infolio@moh.gov.ge

ცხელი ხაზი: 15-05

სახალხო დამცველი:

ელ. ფოსტა: info@ombudsman.ge

ცხელი ხაზი: 14-81