საქართველოს ახალი შრომის კოდექსი ორსულობის, ახალშობილის მოვლის, ან შვილად აყვანის შემთხვევაში განახლებულ წესებს ითვალისწინებს.

ექვსთვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ბავშვის დედას, ასევე მამას, ან იმ კონკრეტულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის აღზრდაზე.

გაითვალისწინე, დასაქმებული ვალდებულია, ახალშობილის მოვლის გამო, შვებულებით სარგებლობისთვის მინიმუმ ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი.

დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შემდგომ დასაქმებულს უფლება აქვს მუშაობა განაგრძოს იმავე, ან მისი არყოფნისას გაუმჯობესებული პირობებით.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერე: შრომის ლექსიკონი • Labour Dictionary

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაუკავშირდი შრომის ინსპექციას:

ელ. ფოსტა: infolio@moh.gov.ge

ცხელი ხაზი: 15-05