განახლებული შრომის კოდექსის მიხედვით, თანამშრომლობა და კონსულტაციის გამართვა ითვალისწინებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის საფუძვლიან კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლასა და ისეთ საკითხებზე დროულად შეთანხმებას, რომლებიც გავლენას იქონიებს დასაქმებულთა შრომით პირობებზე.

საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს გაფიცვებისა და კონფლიქტების პრევენციას და ხელს უწყობს ჯანსაღი სამუშაო გარემოს ფორმირებას.

განახლებული კოდექსი ადგენს დასაქმებულისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციის ვადებსა და პროცედურებს.

გაითვალისწინე, შეთანხმების პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც დასაქმებულისთვის ასევე დამსაქმებლისთვის.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: შრომის ლექსიკონი • Labour Dictionary

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაუკავშირდით შრომის ინსპექციას:

ელ. ფოსტა: infolio@moh.gov.ge

ცხელი ხაზი: 15-05