შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობის ზეპირი, ან წერილობითი შეთანხმებაა.

ზეპირი შრომითი ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის შემდეგ აუცილებელია დამსაქმებელმა და დასაქმებულმა შრომითი ურთიერთობა წერილობითი დოკუმენტით გააფორმონ.

განახლებული შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს მკაფიო და ასახავდეს ყველა იმ დეტალს, რომელიც გავლენას ახდენს დასაქმებულის სამუშაო გარემოზე. ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია შრომითი პირობების, ანაზღაურებისა და შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, ასევე ხელშეკრულების ფორმის, ვადისა და შრომითი ურთიერთობის პერიოდში დასაქმებულის უფლებების შესახებ.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: შრომის ლექსიკონი • Labour Dictionary

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაუკავშირდით შრომის ინსპექციას:

ელ. ფოსტა: infolio@moh.gov.ge

ცხელი ხაზი: 15-05