განახლდა აპლიკაციების მიღება პროგრესული იდეების სკოლა 2021-ის  სემინარებზე.

სემინარები ჩატარდება ბაკურიანში, 29-31 ოქტომბერს. სკოლაში მონაწილეობის მიღება უფასოა და ყველა ხარჯი დაიფარება ორგანიზატორების მიერ.

პროგრესული იდეების სკოლის მიზანია თანასწორობის, დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის იდეების გავრცელება ახალგაზრდებში. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნულ იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა საქართველოში, რას წარმოადგენს სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფო და როგორ მუშაობს ამგვარი სახელმწიფოს მოდელი მსოფლიოს მასშტაბით და ასევე, რა გამოცდილება აქვს საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. სკოლის პროგრამა მოიცავს სემინარებს, დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებს, რომელიც ეხმარება მონაწილეებს გაიაზრონ და დაინახონ სამართლიანობის, დემოკრატიული მონაწილეობის, თანასწორობისა და სოლიდარობის მნიშვნელობა, როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ კონტექსტში. სკოლაში მონაწილეობის შედეგად მონაწილეები მიიღებენ შესაბამის ცოდნას სოციალური და სოლიდარობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შესახებ, პრაქტიკაში შეეძლებათ განასხვავონ ერთმანეთისაგან სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკები და მათი შესაბამისობა სოციალურ და დემოკრატიულ პრინციპებთან.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.  ჯამში შეირჩევა 20 მონაწილე.

რეგიონებიდან მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯები, მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე, აზანღაურდება ორგანიზაციის მიერ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება. განცხადებები მიიღება  13 ოქტომბრის  ჩათვლით. 

სკოლაში მიღების საფეხურები:

  • ელექტრონული განაცხადების გადარჩევა
  • ონლაინ გასაუბრება

მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სკოლის წევრები სამომავლოდ ჩაერთვებიან ALUMNI პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსსა თუ აქტივობაში.

არსებული ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, სასურველია მონაწილეები იყვნენ აცრილები COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინითსკოლა ჩატარდება საქართველოს დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მთავრობის დამტკიცებული რეგულაციების დაცვით. იხ.: მთავრობის დადგენილება პუნქტები 51 და 52.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პროგრესული ფორუმის, პლატფორმასა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სკოლის კოორდინატორებს: