ფორუმი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების კონსულტანტის, შრომის სამართლის კონსულტანტისა და ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციებზე "შრომის უსაფრთხოებისა კანონმდებლობისა და შრომის კოდექსის შესახებ საკონსულტაციო მექანიზმი დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის"  პროექტის ფარგლებში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილებზე შრომის კოდექსითა და სხვა რელევანტური საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სტანდარტების ეფექტური დანერგვის პროცესს, მათ შორის, შრომის ინსპექციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ორდონიანი საკონსულტაციო ჯგუფის ფორმირება, რომელიც აქტიურ რეჟიმში უზრუნველყოფს კვალიფიციურ დისტანციურ საკონსულტაციო მომსახურებას შრომითსამართლებრივ საკითხებზე, დაინტერესებული პირებისათვის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის. ამას გარდა, საკონსულტაციო ჯგუფი შეიმუშავებს და განაახლებს სახელმძღვანელო დოკუმენტებს შრომის უფლებისა და შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ, რომელიც დაეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას.

პროექტი განხორციელდება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

დასახელებულ პოზიციებზე სამოშაო აღწერილობის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და  ანაზღაურების შესახებ  დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ jobs.ge-ს. 

დოკუმეტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი!

 

საქართველოს პროგრესული ფორუმი გისურვებთ წარმატებას!