5-7 ნოემბერს ჩატარდა პროგრესული იდეების სკოლის მორიგი სემინარი, რომელშიც მონაწილეობდა კონკურსის წესით შერჩეული 20 ახალგაზრდა.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანასწორობის, დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის იდეების მნიშვნელობას საზოგადოების მშელებლობის პროცესში,

რას წარმოადგენს სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფო და როგორ მუშაობს ის, რა გამოცდილება აქვს საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.

სკოლის პროგრამა მოიცავდა დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს.

პროექტი განხორციელდა საქართველოს პროგრესული ფორუმის, platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე.