კვლევა მიზნად ისახავს შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. კვლევამ მოიცვა როგორც მოქმედი საკანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე სამაგიდო კვლევისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები.

კვლევა მომზადდა საქართველოს პროგრესული ფორუმის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

გახსნა