ავტორი: სოფიკო შუბითიძე (2015 წლის სკოლის გამარჯვებული)

2015 წელი

 

აბსტრაქტი
აღნიშნული ნაშრომის მიზანია საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში მასწავლებელთა მზაობისა და განათლების კუთხით არსებული პრობლემების შეფასება და ევროპული გამოცდილების შედარება მის გადასაჭრელად. შემოთავაზებულია თეორიული განსაზღვრება ,რომელსაც ღირებულებითი თვალსაზრისით უნდა ესადაგებოდეს განათლება და მხოლოდ ამის გათვალისწინებით არის შესაძლებელი გადაჭრისკენ მიმართული ნაბიჯების შეფასება . ნაშრომს არ აქვს პრეტენზია რომ სრულად მოიცავს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს ,იგი წარმოადგენს მცდელობას არა მხოლოდ ოდნავ შეცვალოს , არამედ კონცეპტუალურად გააუმჯობესოს არსებული ვითარება , რაც ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი და პირველ ყოვლისა უკავშირდება სახელმწიფოს გააზრებულ არჩევანს- აქციოს ზოგადი განათლება პრიორიტეტად და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ქვაკუთხედად დასახოს პედაგოგი.აღნიშნული კი მოითხოვს სოლიდურ ინვესტიციებს. 


პრობლემის აღწერა
ზოგად განათლებაში არსებული ვითარების ცვლილების საჭიროება ათწლეულზე მეტია სახელმწიფოში გაიაზრეს , მიუხედავად იმისა ,რომ ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები სწრაფი და სისტემურობაზე პრეტენზიის მქონე იყო და მასზე სერიოზული რესურსებიც დაიხარჯა, დღეს მისი შედეგები ფრაგმენტულია.ერთი მხრივ არ არსებობს საგანმანათლებლო ტრადიცია ,რომელსაც იმემკვიდრებს რამდენიმე თაობა ,რადგან ძველი მიჩნეული უვარგისად , მეორე მხრივ კი ახლის დასანერგად არ არის მზაობა და რესურსებიც შეზღუდულია. ეროვნული სასწავლო გეგმა ემყარება ზოგადგაზიარებულ ღირებულებებს ,რომლის გარშემოც უნდა მოხდეს საზოგადოების გაერთიანება და ხდება მოსწავლეებში მათი ჩანერგვა , მაგრამ დეკლარირება დეკლარირების დონეზე რჩება თუკი მისი აღმასრულებელი მთავარი აქტორები -მასწავლებლები არ არიან აღჭურვილნი სთანადო უნარებით. ჯერ კიდევ
2004-2009 წლების სტრატეგიაში გაიწერა ,რომ ზოგადი განათლების სფეროს მიზანია შექმნას პირობები იმისთვის
,რომ ყველა სკოლადამთავრებულს შეეძლოს სახელმწიფო და სხვა ენებზე კომუნიკაცია, ბუნებრივ,სოციალურ და ინფორმაციულ გარემოსთან ეფექტური ურთიერთობა, შეეძლოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, იყოს ტოლერანტი და კანონმორჩილი,შეეძლოს საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ სასიკეთოდ მოქმედევა,შეეძლოს თავისი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება. საერთაშორისო აღიარება ჰპოვა ისეთმა ცვლილებებმა ,როგორიცაა -სკოლის ღიაობა ,ინდივიდუალური ვაუჩერული დაფინანსება ,სკოლის მმართველობის და მასში ჩართულობის გაუმჯობესება და სხვა5 ამავე პერიოდში განისაზღვრა მასწავლებელთა სერთიფიცირების სავალდებულო ხასიათი ,რომელიც გულისხმობდა სერთიფიცირების საშუალებით მასწავლებლის სტატუსის დადგენას და ის არ ყოფილა მხოლოდ მატერიალური გაუმჯობესების კომპონენტი.მასწავლებელთა განვითარებაზე ზრუნავს ასევე კრედიტ-ქულების სისტემა . 2016-2017 სასწავლო წელს კვლავ განსაზღვრულია სერთიფიცირებულ მასწავლებელთა წახალისება და ამისათვის ბიუჯეტში დამატებით 34 მლნ ლარი გამოიყოფა, 2017 წელს კი იგეგმება 49 მლნ ლარის გამოყოფა. იხ.:დეტალური ცხრილი 6. ასევე დეტალიზებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ,რომელიც პედაგოგებს საშუალებას აძლევთ განვითარდნენ სკოლის შიგნით და მიიღონ უფროსი ,წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი. ამ ნაბიჯების მიუხედავად , როგორც ითქვა მასწავლებელთა მზაობა არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს ,რისი ინდიკატორიც პირველ რიგში მოსწავლეთა შედეგები და განათლების ხარისხია ,რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ.განსაკუთრებით მწვავეა - მასწავლებელთა დაბერების პრობლემა7 , 30 წელზე უმცროსი პედაგოგების რაოდენობა 7 %-ს არ აღემატება.ვინაიდან კანონით პენსიაზე გასვლა ხელს არ უშლის სკოლაში დარჩენას ,პედაგოგები არ ტოვებენ სამსახურს.მაშინ როცა კვლევები ადასტურებს ,რომ ახალგაზრდა მასწავლებლების მოწაფეები უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ და ახალგაზრდა მასწავლებლები მეტად არიან მზად ცვლილებებისათვის.8 დასავლეთის ქვეყნებში კი ვითარება საპირისპიროა ფარდობის კუთხით,რაც განპირობებულია ამ პროფესიის პრესტიჟულობით და სახელმწიფოს ძალისხმევით მის მისაღწევად, რომელიც კონკრეტულად მომდევნო ნაწილში იქნება განხილული. საქართველოში კი კურსდამთავრებულთა მცირე პროცენტი მიიჩნევს პედაგოგობას სასურველ პროფესიად (13.2 %)9 . ისინი მხოლოდ მაღალი ანაზღაურების შემთხვევაში დათანხმდებოდნენ სკოლაში პედაგოგად მუშაობას . ამ მოცემულობისგან განსხვავდება მორალური და მენტალური განსჯა - პედაგოგის პროფესია მეტად დასაფასებლად ითვლება საზოგადოებაში . რაც შეეხება იმას ,თუ ვის აზარალებს ეს პრობლემა , პასუხი ცალსახაა - მოსწავლეებს პირველ რიგში როგორც ქვეყანაზე პასუხისმგებელ მომავალ მოქალაქეებს . უკიდურესად დაბალია დამოუკიდებელი ,დასკვნითი აზროვნების უნარი რომ არ დავუბრუნდეთ დაბალ საგნობრივ კომპეტენციებს.მოსწავლე კვლავ არის სუბიექტი ,რომელიც რაღაცას ზემოდან იღებს და იმეორებს ,არაა სათანადოდ აღიარებული მისი შესაძლებლობები.შესაძლოა ერთი შეხედვით ეს პრობლემა ისე აშკარად არ ჩანდეს ,როგორც ვთქვათ სიღარიბეა საქართველოში ,მაგრამ აწუხებს ყველას ,როგორც არანაკლებ სიღარიბე -მთავარია რამდენად იდენტიფიცირდება ეს აღქმა. ნაკლებია იმ აქტორთა ძალისხმევა ,რომელთაც ამ საჭიროების ხაზგასმა და წინ წამოწევა შეუძლიათ .აუცილებელია ბრძოლა არა შედეგთან ,არამედ საფუძველთან.შეჯამების სახით გავიმეორებ ,რომ დასაფასებელია უკვე გაწეული სახელმწიფოს რესურსული შენატანი , რომელსაც უნდა დაემატოს ის ევროპული გამოცდილება ,რაც არსებობს და საუბარი იქნება მომდევნო ნაწილში. მეტი აქცენტი გაკეთდეს არა მხოლოდ არსებული კადრების გადამზადება-დატრენინგებაზე , არამედ მოზიდვასა და პოპულარიზაციაზე .პედაგოგები უნდა გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების აგენტები.
 

პრობლემის გადაჭრის გზები
განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრა როგორც წესი უშედეგოა თუ კი იგი საზოგადოებრივ სიკეთეს არ წარმოადგენს და ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით არის დანერგილი .წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას წარმოგიდგენთ იმის მიხედვით თუ რა ტიპის პოლიტიკური და კულტურული ორიენტაცია გააჩნია საქართველოს,რათა გვქონდეს შედარების მეტ-ნაკლები საშუალება . მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა აზიურ ქვეყნების ამ სფეროში კარგი გამოცდილება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით და ზედაპირული დაკვირვებიდან გამომდინარე უპრიანი ჩანს სწორება მხოლოდ დასავლეთის გამოცდილებაზე გაკეთდეს . პირველ ყოვლისა საკითხის გააზრებისას უნდა შევნიშნოთ ამა თუ იმ ერისთვის რა ღირებულებაა განათლება.თომას მაგშტადტი წიგნში „გავიგოთ პოლიტიკა“ შენიშნავს ,რომ ამერიკელისათვის განათლება კალკულირებადი სფეროა და დიპლომი გადაითვლება წარმატებულ კარიერაზე10 . ერთმანეთისგან გამიჯნულია სკოლის მენეჯმენტი და მასწავლებელი ,რის გამოც მასწავლებელს ხშირად აუარება და ხანდახან შეუძლებელი დავალებების შესრულება უწევს ,რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ საკითხად იქცა11 და იწვევს ამ სფეროში კადრების ნაკლებობას , ამასთანავე აშშ-ში ძლიერია არასახელმწიფო სკოლების რაოდენობა და თითოეულ შტატს გააჩნია განსხვავებული მიდგომა საშუალო განათლების სფეროში.ხელფასები არ არის მაღალი . მასწავლებლებს ასევე წლების მანძილზე არაერთი გადამზადების პროგრამის გავლა უწევთ,რაც გამოკვეთს საფუძველში არსებულ პრობლემებს,რომლებიც ევროპულმა ქვეყნებმა უკეთ გადაჭრეს,რადგან მათი მიზნობრივი პრიორიტეტები განსხვავებულია და მასწავლებელთა მიმართაც სხვა ტიპის მოთხოვნებს აყენებენ,რომელსაც ქვემოთ შევეხებით.მენეჯმეტი დაქართველოში ასე მკაფიოდ გამიჯნული ან გაუმიჯნავი არ ყოფილა ,თუმცა ფაქტია, რომ სკოლის მართვა პრობლემა კი არაა ,არამედ განათლების ხარისხი,ამდენად უმჯობესი ჩანს თუ კი ეს ორი რგოლი არ გამოეყოფა ერთმანეთს.საგულისხმოა ისიც ,რომ აშშ-ელი მოსწავლეები ასევე დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან სხვადასხვა საგნებში თავიანთი მიღწევებით,რაზეც ასევე საუბარია მაგშტადტის სახელმძღვანელოში.რაც შეეხება ევროპას , უმრავლეს ქვეყნებში ერთი რამ საერთოა - მასწავლებლის ანაზღაურება ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალს აღემატება,იხ. ქვეყნების ცხრილი12 , აქაც არსებობს გარკვეული გრადაციები შემოსავლის ოდენობას შორის ,რომელიც დამოკიდებულია პედაგოგის დაგროვილ გამოცდილებაზე, თუმცა ზოგ ქვეყანაში ძალიან მკვეთრია განსხვავება ყველაზე მცირე ხელფასსა და ყველაზე დიდს შორის (უნგრეთი,რუმინეთი) , ზოგან კი პირიქით (დანია,ფინეთი)13 . იმ ქვეყნებში,სადაც კეთილდღეობის სახელმწიფოა დომინანტი, სკოლის მენეჯმენტი და მასწავლებელი ერთმანეთისგან არ არის მკაფიოდ დაშორებული ,რაც ქმნის იმ ატმოსფეროს ,რომლის ფარგლებშიც ეს ორი კომპონენტი ურთიერთთანხმობით და დამოუკიდებლად განსაზღვრავს სკოლის პოლიტიკას. შესაძლოა ერთი მხრივ პარადოქსულიც კი იყოს ,თუ სკანდინავიური ქვეყნების დამოკიდებულებას გავითვალიწინებთ სახელმწიფოსადმი -როგორც სხვადასხვა სფეროში ჩარევის უფლების მქონე ინსტიტუტისადმი და სკოლის მოდელს , რომელიც თავისუფალია ამ ტიპის ჩარევებისაგან , თუმცა სკოლა იღებს იმ ზოგად სამოქალაქო ვალდებულებას ,რომელიც სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მაგალითად ფინეთი ერთი საუკუნის წინ არც ისე წარმატებული აგრარული ქვეყნიდან გადაიქცა ევროპის მოწინავე სახელმწიფოდ ,რადგან სახელმწიფომ ინვესტირება მოახდინა განათლების სფეროში და ამან ერის კონსოლიდაციაზე მოახდინა საგრძნობი გავლენა.ისეთ კეთილდღეობის სახელმწიფოებში ,როგორებიცაა გერმანია ,შვედეთი ,ფინეთი მასწავლებლის სტატუსი მაღალია , მათ მოეთხოვებათ მაგისტრის ხარისხის მოპოვება სკოლაში მუშაობის დასაწყებად . ფინეთში კონკურენცია სკოლაში იმ დონეს აღწევს ,როცა 1 ადგილისათვის ათი კონკურენტი იბრძვის . გერმანიაში მასწავლებელს ასევე სახელმწიფო მოხელის სტატუსი ენიჭება და მას მთელი სიცოცხლის მანძილზე აქვს დაცვის გარანტიები 14 . მაგისტრატურის დაუფლება კი პარალელურად გულისხმობს პრაქტიკულ მუშაობას სკოლაშიც , ასევე საკმაოდ ხანგრძლივია სტატუსის მიღებამდე გასავლელი მაძიებლობის პერიოდი,რაც 18 თვეს აღწევს . შეიძლება ითქვას, რომ სკანდინავია და გერმანია ერთხმად აღიარებენ მასწავლებლის პროფესიის დაუფლებისთვის ფუნდამენტური განათლების მნიშვნელობას . ასევე აღიქმება მოსწავლე - მიზანი არ არის რომ მოსწავლე იყოს პროდუქტი და სუბიექტი , მიზანია რომ მოსწავლისგან ,როგორც პიროვნებისგან მაქსიმალურად მეტი რამ იქნას მიღებული და მოხდეს მისი პოტენციალის სრული რეალიზება . ამასვე ადასტურებს განათლების წაამყვანი თეორეტიკოს ჯონ დიუი ნაშრომში „ჩემი პედაგოგიური კრედო“15. ფინეთში ,მაგალითისათვის გარკვეულ ასაკამდე (დაახლოებით 16 წელი) კონკურენციის საფუძველზე არ ხდება მოსწავლეთა გადარჩევა და შეფასების სისტემა სპეციფიურია ,რაც სრულებით არ უშლის ხელს მათ მაღალ აკადემიურ მოსწრებას . სკოლა არის სივრცე - თემი , კომუნა ,სადაც მასწავლებლის აღიარება უტოლდება კომუნის ლიდერის აღიარებას , სოციუმის საჭიროებები არეკლილია სწორედ სკოლის მიერ.ამასთანავე მასწავლებელი არის პერსონა,რომელმაც უნდა გამოჰყოს მოსწავლეზე მოქმედი გავლენები და მაქსიმალური პირობა შეუქმნას მას ამ გავლენებისათვის საპასუხოდ. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა კი დეცენტრალიზებულია.ყოველივე საქართველოსთვის გამოსადეგი იქნება ,ამის დასაბუთებას კი მომდევნო თავში იხილავთ. 

რატომ არის გამოსადეგი საქართველოსთვის ცრდილოევროპული მოდელი და რეკომენდაციები მის მისაღწევად
საქართველოში მასწავლებლის როლის გაძლიერება მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზის გამო.მოსახლეობა, განსაკუთრებით სოფლის მცხოვრებნი ნაკლებად ენდობიან ადგილობრივ პოლიტიკურ მმართველებს ,არ არიან ჩართულნი თვითთმმართველობით პროცესებში .საჭიროა იმ ვითარების გამოყენება ,რომ მასწავლებლობა საპატიო პროფესიად მიიჩნევა და მას მეტად ენდობიან, ვიდრე სხვა ოფიციალურ პირებს.მასწავლებელს შეუძლია ითავსოს ცვლილებების გამტარის როლი ამ კუთხით.არ არის აუცილებელი მასწავლებელი იყოს საჯარო მოხელე გერმანიის მსგავსადეს მიდგომა ადგილობრივი თემის გასაძლიერებლად გასაღებს წარმოადგენს. მასწავლებელთა გაძლიერება კი შეიძლება პირველ რიგში ხელფასის ზრდით , ახალგაზრდების დაინტერესებით. თუკი სახელმწიფო შეიმუშავებს ისეთ სამაგისტრო პროგრამებს ,რომლებიც დაფინანსდება მთავრობის მიერ , გაიზრდება ინტერესი ამ პროფესიისადმი. ასევე , მოქმედი მასწავლებლების ინტერესის გათვალისწინებით მათთვის უნდა იყოს შეთავაზებული სამაგისტრო სწავლება სკოლაში მუშაობის პარალელურად და სწორება ერთჯერადი სახის ტრენინგებზე არ უნდა კეთდებოდეს. მაძიებლობა კი არ უნდა იყოს ხანგრძლივი ,რადგან გერმანიის მაგალითი აჩვენებს რომ ეს აქვეითებს შემდგომ მოტივაციას.აქამდე საქართველოში მაძიებლობა არაანაზღაურებადი შრომა იყო,მნიშვნელოვანი იქნება ამ მიდგომის შეცვლა.მასწავლებელთა 75 % დღეს რანჟირებით ყველაზე დაბალ კატეგორიაშია საქართველოში. როგორც სიმონ ჯანაშია ადასტურებს ლატვიაში ჩატარებული კვლევის მაგალითზე , დაწინაურებული მასწავლებლები სულაც არ არიან კარგი პრაქტიკოსი მასწავლებლები ,არამედ „ისინი ,რომელთაც ბევრი დროის და ენერგიის ხარჯვა უნდათ ქაღალდებთან მუშაობაზე“
16 . მსგავსი რამ შეინიშნება საქართველოში სკოლების მაგალითზე - სკოლები თავს აჩვენებენ გარე შემფასებლებს ,მაგრამ რეალურად არ ცვლიან თავიანთ ყოველდღიურობას17 . საჭიროა უფრო მეტი კონცენტრირება შინაარსობრივ მახასიათებლებზე და არა რაოდენობრივსა ან ბიუროკრატიულზე .პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება ასევე კავშირების გამყარება სკოლასა და უნივერსიტეტს შორის საერთო სემინარებისა და კონფერენციების მოწყობის გზით ,რაც ასევე აამაღლებს პედაგოგის მოტივაციას და გაუჩენს მეტი დაფასების გრძნობას ,მოსწავლეებისათვის კი სარგებელი იქნება ის,რომ ისინი გაუცნობიერებლად არ ჩააბარებენ უმაღლეს დაწესებულებებში ,ექენაბათ მეტი ინფორმაცია უმაღლესში სწავლების ხასიათის შესახებ.დღეს ამის ნაკლებობა კვლევის გარეშეც თვალსაჩინოა ჩვენს ქვეყანაში.
სკოლა უნდა წარმოადგენდეს სოციალურ ინსტიტუტს და არა მხოლოდ მომავალი კარიერის დასაწყებად გასავლელ ერთ-ერთ საფეხურს.განათლება უნდა იყოს პროცესი, გამოცდილების საფუძველზე დასწავლა და არა მხოლოდ კალკულირებად ფაქტოლოგიურად დადასტურებულ შედეგზე დაფუძნებული .
სწორედ აღნიშნული მიზნისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს სკანდინავიურმა ქვეყნებმა ,სადაც მასწავლებელი ყველაზე თავისუფალი პიროვნებაა ,სკოლა კი ადგილობრივ საჭიროებებსა და გამოწვევებზე კარგად მორგებული ინსტიტუცია .საქართველოსთვის მსგავსი გამოცდილების გაზიარება იქნება გარანტი მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისათვის , რაც სოციალურ-ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. 

გამოყენებული წყაროები :

  • Dewey John, My Pedagogic Creed, The School Journal volume LIV,Number 3 (January 16 ,1897), pp.77-80 .
  • Chang Nicole, Global school rankings :Interactive map shows standards of education across the world,Independent,2015,may 13 ნანახია 2015 წლის 7 ოქტომბერს http://www.independent.co.uk/news/education/education-news/global-school-rankings-interactive-map-shows-standards-of-education-across-the-world-10247405.html
  • Moller Jorum , Scandinavian approaches to school leadership , International Conferenchttp Improving school leadership, University of Oslo , 2008, p.2.ნანახია 2015 წლის 7 ოქტომბერს http://www.oecd.org/edu/school/40553301.pdf
  • Barber Michael , Hopkins David , Education Reform in Georgia , 2006 , ნანახია 2015 წლის 5 ოქტომბერს https://www.scribd.com/doc/28388694/Barber-Georgia-Report-FINAL-15-Nov-06#fullscreen
  • What Will Education Be Like Under Socialism ? www.angelfire.com ნანახია 2015 წლის 5 ოქტომბერს http://www.angelfire.com/co2/socialism/socialismandeducation.html
  • White Jerry , Socialism and defense of public education ,World Socialist Web Site –wsws.org
  • ,ნანახია 2015 წლის 5 ოქტომბერს https://www.wsws.org/en/articles/2009/12/pers-d24.html
  • Bishop John.H. Which Secondary Education Systems work Best ? The United States or northern Europe , Cornell University ILR School ,2010 , http://digitalcommons.ilr.cornell.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1104&context=workingpapers
  • What Americans Keep Ignoring About Finland’s School Success ,Theatlantic.com ,2011 , ნანახია 2015 წლის 5 ოქტომბერს http://www.theatlantic.com/national/archive/2011/12/what-americans-keep-ignoring-about-finlands-school-success/250564/
  • Education in Finland ,www.wikipedia.org ,ნანახია 2015 წლის 7 ოქტომბერს https://en.wikipedia.org/wiki/Education_in_Finland
  • Crouch David , Highly trained , respected and free : why Finland’s teachers are different ,theguardian.com , 17.05.2015 , ნანახია 2015 წლის 5 ოქტომბერს http://www.theguardian.com/education/2015/jun/17/highly-trained-respected-and-free-why-finlands-teachers-are-different
  • Teacher Education , Finnish National Board of Education , www.oph.fi ნანახია 2015 წლის 7 ოქტომბერს http://www.oph.fi/english/education_system/teacher_education
  • Niver Lisa Ellen , Why So Many America’s Teachers are Leaving the Profession , www.huffingpost.com , 11.05.2013 , ნანახია 2015 წლის 13 ოქტომბერს http://www.huffingtonpost.com/lisa-niver-rajna/teaching-profession_b_4172238.html
  • Jakubowski Maciej , The Global Search for Education : Reforms in Poland,
  • www.newtimes.org ,16.10. 2015 ,ნანახია 2015 წლის 17 ოქტომბერს , http://www.newtimes.co.rw/section/article/2015-10-16/193554/
  • Teachers’ and School Heads Salaries and Allowances in Europe 2014/15 . EACEA, Education and Youth Policy Analysis , European Commission , 2015 , ნანახია 2015 წლის 17 ოქტომბერს http://eacea.ec.europa.eu/education/eurydice/documents/facts_and_figures/188EN.pdf
  • Ladegaard Isaak ,Big differences in Finnish and Norwegian teacher education ,12.12.2012 , www.sciencenordic.com ,ნანახია 2015 წლის 18 ოქტომბერს http://sciencenordic.com/big-differences-finnish-and-norwegian-teacher-education
  • ზოგადი განათლება საქართველოში , მონაცემები და მიმართულებები , კრებული 2007, mes.gov.ge , ნანახია 2015 წლის 15 ოქტომბერს http://www.mes.gov.ge/old/upload/publication/geo/1192003761_krebuli.pdf
  • საქართველოს სასკოლო განათლება რთული გამოწვევების წინაშე , თსუ -online , 6.03.2015 , ნანახია 2015 წლის 5 ოქტომბერს http://online.tsu.edu.ge/ge/science/10290/?p=8
  • ელბაქიძე ნინო ,მასწავლებელთა განათლება გერმანიაში ,საგანმანათლებლო რესურსები , mastsavlebeli.ge, 26.03.2012 ,ნანახია 2015 წლის 11 ოქტომბერს http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=16
  • მასწავლებელთა მოსალოდნელი ნაკადის კვლევა : საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგები , სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი,2012 , ნანახია 2015 წლის 11 ოქტომბერს http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/Report%20(Students%20and%20Graduates)%20(27.02.13).pdf
  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების , პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ,mastsavlebeli.ge , 2015 , ნანახია 2015 წლის 7ოქტომბერს http://mastsavlebeli.ge/uploads/sqema.pdf
  • ჯანაშია სიმონ , განათლების მკვლევარი , მასწავლებლების კატეგორიებად დაყოფის პოლიტიკის პრობლემები , edu.aris.ge , 13.10.2015 , ნანახია 2015 წლის 13 ოქტომბერს http://edu.aris.ge/news/maswavleblebis-kategoriebad-dayofis-politikis-problemebi.html
  • ჯანაშია სიმონ ,განათლების მკვლევარი , მასწავლებლების სქემა ლატვიაში ,edu.aris.ge , 16.05.2015 , ნანახია 2015 წლის 10 ოქტომბერს http://edu.aris.ge/news/maswavleblebis-sqema-latviashi.html
  • მასწავლებელთა სტატისტიკა-ასაკი ,საგანმანათლებლო დაწესებულებათა კატალოგი , ნანახია 2015 წლის 8 ოქტომბერს http://catalog.edu.ge/index.php?module=statistics&page=statistics&item_id=43