![](http://progressive.ge/img_resize.php?&h=240&w=350&zc=1&q=100&src=http://progressive.ge/uploads/files/79e80e3e-3e92-498c-8ef5-43034ad872af.jpg)
გამგეობის წევრი
არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საბჭოთა კავშირის ისტორიის მიმართულებით. ფლობს მაგისტრის ხარისხს სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში და ბაკალავრის ხარისხს ისტორიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
2016 – 2017 წლებში იყო ერასმუს პლუსის სტიპენდიანტი და სწავლობდა ფრიდრხ შილერის იენას უნივერსიტეტში (გერმანია), ასევე 2019 წელს რუსთაველი - DAAD-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში კვლევას ახორციელებდა ერლანგენ - ნიურნბერგის უნივერსიტეტებში (გერმანია).
არის საქართველოს პროგრესული ფორუმის წევრი 2015 წლიდან.