სოციალ-დემოკრატიული იდეების დაპრაქტიკის სასწავლოს კურსი
სკოლა 2019
დარეგისტრირდი
განრიგი
მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ საქართველოს პროგრესულ ფორუმს ჰყავს ახალი გამგეობა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას უხელმძღვანელებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ახალ გუნდთან ერთად, ორგანიზაცია წელს იწყებს ახალი პროექტებით.
დაწვრილებითგანახლდა აპლიკაციების მიღება პროგრესული იდეების სკოლა 2019-ის შემოდგომის სემინარზე, რომელიც ჩატარდება 25-27 ოქტომბერს საირმეში 60-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით.
დაწვრილებითდაიწყო განაცხადების მიღება საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ახალ, ერთობლივ პროექტზე "იდეების კონკურსი". პროექტის ფარგლებში პროგრესული იდეების სკოლის 2014-19 წლის მონაწილეებს, თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად, ექნებათ შესაძლებლობა დაწერონ პროექტი და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა მის განსახორციელებლად.
დაწვრილებითამჟამად საქართველოს პროგრესული ფორუმი ახორციელებს პროექტებს: დასაქმებულთა და დამსაქმებლებთა ცნობიერების ამაღლება შრომის კოდექსის, ახალი შრომითი რეგულაციებისა და ნორმების შესახებ და კვლევითი პროექტი - ღირსეული შრომის დღის წესრიგი. დასაქმებულთა და დამსაქმებლებთა ცნობიერების ამაღლება შრომის კოდექსის, ახალი შრომითი რეგულაციებისა და ნორმების შესახებ მიზნად ისახავს საქართველოში დასაქმებულების შრომითი პირობების გაუმჯობესებას, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის შრომითი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ამ უფლებების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობას. კვლევითი პროექტი - ღირსეული შრომის დღის წესრიგი მიზნად ისახავს ქვეყანაში შრომითი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მაღალი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას.
დაწვრილებით